Accentnews.ge
ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი

ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი

13/04/2022 06:45:54 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფების ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მომხდარი „გენოციდად" მოიხსენია.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ჩაიდენს თუ არა დიქტატორი სხვა ქვეყანაში გენოციდს:

„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი ავზის შევსების უნარი, არცერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“.

მისი თქმით, ის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი ბარელი ნავთობის მოხმარების განკარგულებას გასცემს:

„პუტინის მიერ ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით, ნებადართული ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გავცემ“.

ბაიდენის განცხადება „ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტ სიტყვებად“ შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ:

„ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები. ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა უცილებელია იმისთვის, რომ ბოროტებას წინ აღუდგე. შეერთებული შტატების მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რაც აქამდე გაგვიწიეს და სასწრაფოდ გვჭირდება მეტი მძიმე იარაღი რუსეთის შემდგომი სისასტიკის თავიდან ასაცილებლად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S