
მაკრონი - უკრაინაში რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე: "ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი"
13/04/2022 09:02:31 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე უარი განაცხადა, – იუწყება CNN.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მსგავსად რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის ტერმინ „გენოციდს“, მაკრონმა შემდეგი აღნიშნა:
„დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“.
მისი თქმით, რიტორიკის ესკალაცია ომის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას არ ემსახურება.
„დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სიტუაცია მიუღებელია და ეს არის ომის დანაშაულები. ჩვენ ვცხოვრობთ ომის დანაშაულებში, რომლებიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე – ჩვენს ევროპულ მიწაზე. რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო უკიდურესად სასტიკი ომი; ახლა დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა ომის დანაშაულები და ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები“, – დასძინა მაკრონმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები "გენოციდად" შეაფასა.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაშო ომს 24 თბერვლიდან აწარმოებს.