
ბრიტანულმა დაზვერვამ რუკა გამოაქვეყნა, თუ როგორ შეიცვალა ძალთა ბალანსი უკრაინაში
08/04/2022 12:34:47 ევროპა, მსოფლიო
ბრიტანულმა დაზვერვამ 8 აპრილს რუკა გამოაქვეყნა, თუ როგორ შეიცვალა ძალთა ბალანსი უკრაინაში: ჩრდილოეთი მთლიანად გაწმენდილია რუსი დამპყრობლებისგან, ხოლო სამხრეთ და აღმოსავლეთში უკრაინისა და რუსეთის ჯარებს შორის ბრძოლა გრძელდება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინაში უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა გრძელდება. რუკაზე მითითებულია ტერიტორიები, თუ რომელი ნაწილია ამჟამად ოკუპირებული და სად გრძელდება ბრძოლა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონები მთლიანად განთავისუფლდა დამპყრობლებისგან.
2 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს და კიევის რეგიონი მთლიანად განთავისუფლდა დამპყრობლებისგან. როგორც უკვე აღინიშნა, გათავისუფლდა ჩერნიგოვი და ჟიტომირიც. 8 აპრილს ცნობილი გახდა სუმის რაიონის გათავისუფლების შესახებ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კიევიდან და ჩერნიგოვოდან ბელარუსსა და რუსეთში გაყვანილი რუსული ძალების გადაჯგუფებას სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება.
„ამ ძალების უმეტესობას გაძლიერება და შევსება დასჭირდებათ, ვიდრე მათ უკრაინის აღმოსავლეთით გააგზავნიან. ნებისმიერი გადაჯგუფება სულ მცირე ერთ კვირას გასტანს“.
მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი ჯარების რაოდენობის შევსებას ცდილობს და რომ რუსეთის სამხედრო აღრიცხვის ოფისებმა გააორმაგეს ძალისხმევა "საკუთარი დანაყოფების ადამიანური რესურსებით შევსების პრობლემის გადასაჭრელად".
უკრაინა აცხადებს, რომ რუსები 2012 წელს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს იწვევენ, მათ შორის მძღოლებს, მექანიკოსებს, დაზვერვის სპეციალისტებს და უმცროს მეთაურებს.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა დღეს პუტინის ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა: პირადი შემადგენლობა – 1900, ტანკი – 700, საბრძოლო ჯავშანმანქანა -1891,საარტილერიო სისტემა - 333,ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა -108,ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა -55,თვითმფრინავი - 150,ვერტმფრენი -135,საავტომობილო ტექნიკა - 1361,გემი და კატერი - 7,საწვავ- საპოხი მასალის ცისტერნა - 76,უპილოტო საფრენი აპარატი - 112,სპეციალური ტექნიკა - 25,სარაკეტო კომპლექსი - 4.
იხილეთ ასევე: მილი – „სამხრეთ-აღმოსავლეთში ბრძოლა ჩრდილოეთისგან განსხვავდება, უკრაინას ჯავშანტექნიკა და არტილერია სჭირდება“
60-მდე ფსკოველმა მედესანტემ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა