Accentnews.ge
მილი: „სამხრეთ-აღმოსავლეთში ბრძოლა ჩრდილოეთისგან განსხვავდება, უკრაინას ჯავშანტექნიკა და არტილერია სჭირდება“

მილი: „სამხრეთ-აღმოსავლეთში ბრძოლა ჩრდილოეთისგან განსხვავდება, უკრაინას ჯავშანტექნიკა და არტილერია სჭირდება“

08/04/2022 09:38:18 ევროპა, მსოფლიო

აშშ–ის შეერთებული შტატების არმიის გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას 60 000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს,– იუწყება Reuters.

მისი თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო 25 000–მდე საზენიტო იარაღი, რაც კიევს დაეხმარა, არ დაეშვა რუსეთის უპირატესობის საჰაერო სივრცეში, რაც ხელს შეუწყობდა სახმელეთო შეჭრას.

”უკრაინელები ძალიან მადლიერები არიან ამისათვის”, - განუცხადა გენერალმა სენატის თავდაცვის კომიტეტს.

მილის თქმით, საომარი მოქმედებების შემდეგი ეტაპისთვის უკრაინას სჭირდება ჯავშანტექნიკა და არტილერია. ვინაიდან ამერიკულ სისტემების გამოყენებას თვეობით სჭირდება სწავლება, ძალისხმევა მიმართულია მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან ისეთი სისტემების მოძიებაზე, რომელთა გამოყენებასაც უკრაინელები მინიმალური ტრენინგით შეძლებენ.

„ჩვენ ნატოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად განვიხილავთ, როგორ დავეხმაროთ მათ ჯავშანტექნიკითა და არტილერით. სამხრეთ-აღმოსავლეთში ბრძოლა ჩრდილოეთისგან განსხვავდება: ის ბევრად უფრო ღიაა და შესაფერისია ჯავშანტექნიკისთვის, მექანიზებული ოპერაციებისთვის, ორივე მხრიდან შეტევითი მოქმედებებისთვის", - განაცხადა გენერალმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S