
60-მდე ფსკოველმა მედესანტემ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
07/04/2022 17:27:42 მსოფლიო
60-მდე ფსკოველმა მედესანტემ უარი განაცხადა უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე, - იტყობინება გამოცემა „ფსკოვის გუბერნია“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს სისხლის სამართლის საქმით ემუქრებიან.
ფსკოველი მედესანტეები უკრაინაში იბრძოდნენ ამ ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრის დღიდან. ამის შემდეგ ისინი გადაიყვანეს მეზობელ ბელარუსში, რის შემდეგაც დისლოკაციის ადგილზე, ქალაქ ფსკოვში დააბრუნეს გადასაჯგუფებლად. ფსკოვში ჩასვლის შემდეგ ათობით სამხედრომ უარი განაცხადა უკრაინაში ხელახალ მივლინებაზე. რა მიზეზით ამბობენ ისინი უარს, ამის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.