რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ შოიგუ "იპოვა"
24/03/2022 13:21:11 მსოფლიო
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრა გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, რომელსაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესწრებოდა.
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ციტირებს სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს:
„ესწრებოდნენ მიშუსტინი, მატვიენკო, ვოლოდინი, მედვედევი, პატრუშევი, კოლოკოლცევი, ლავროვი, შოიგუ, ბორტნიკოვი, ნარიშკინი და სერგეი ივანოვი“.
პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა „მოხსენება გააკეთა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის, ჰუმანიტარული დახმარების, უსაფრთხოებისა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ“.
"დაწვრილებითი საუბარი იყო უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესზე. სინანული გამოითქვა უკრაინული მხარის შენელების გამო", - განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა.
მედიამ ვიდეოც გამოაქვეყნა, თუმცა ავთენტურია თუ არა ის, უცნობია. მანამდე რუსული მედია შოიგუს ახალი ამბების საილუსტრაციოდ ძველ ვიდეოებს იყენებდა.
რუსული კრიტკული მედია წერდა, რომ შოიგუ საჯარო სივრცეში 11 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა. რიგი წყაროები მიუთითებდნენ ჯანმრელობის პრობლემებზე, თუმცა კრემლში, მათ შორის დღის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით კომენტარი არ გააკეთეს, შოიგუს გაუჩინარება კი მისი მოუცლელობით ახსნეს.


