Accentnews.ge
კრემლში შოიგუს საჯარო სივრციდან გაუჩინარებაზე კომენტარი გაკეთდა

კრემლში შოიგუს საჯარო სივრციდან გაუჩინარებაზე კომენტარი გაკეთდა

24/03/2022 11:56:37 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი შოიგუს გაუჩინარება იმით ახსნა, რომ „ახლა მას ბევრი საზრუნავი აქვს“.

„მისმინეთ, თავდაცვის მინისტრს ახლა, როგორც გესმით, ბევრი საზრუნავი აქვს. სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ახლა არ არის შესაფერისი დრო მედიაში აქტიურობისთვის. ეს სრულიად გასაგებია“,– ციტირებს პესკოვს რუსული ოპოზიციური გამოცემა“მედუზა“.

რაც შეეხება გამოცემა "Агентство"–ს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პესკოვმა უპასუხა: „არ უნდა უსმინოთ "Агентство"–ს, გირჩევთ, კითხვით მიმართოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს“.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი თემასთან დაკავშირებით ამბობს:

„საუბარი მქონდა ჩემს და შოიგუს საერთო ნაცნობთან, რომელმაც მითხრა, რომ თავდაცვის მინისტრს გულის შეტევა აქვს, თუმცა პირადად მე ამ ინფორმაციის გადამოწმება არ შემიძლია. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მედიაში პუბლიკაციები გამოქვეყნდა, შოიგუს დღეს გამოაჩენენ, ხოლო თუ არ გამოჩნდება, ნამდვილად უცნაური იქნება, რადგან მისი ქვეყანა აწარმოებს ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.

შეგახსენებთ, რომ შოიგუმ საჯარო სივრცეში გამოჩენა 11 მარტიდან შეწყვიტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S