რუსეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ხაზებს ემუქრება
12/03/2022 11:54:41 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა კიდევ "უფრო მეტად ართულებს" სიტუაციას.
"ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ, რომ რიგი ქვეყნებიდან უკრაინის ორკესტრირებული შეიარაღება არა უბრალოდ საშიში ნაბიჯია, არამე ქმედება, რომელიც შესაბამის კოლონას კანონიერ სამიზნედ აქცევს", - თქვა რიაბკოვმა.
რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებს და ამბობს, რომ ვითარების ესკალაცია აშშ-ს ქმედებები უწყობს ხელს.
იხილეთ ასევე: NATO რუსეთს უკრაინაში იარაღის მიწოდების ხაზებზე თავდასხმების შესახებ აფრთხილებს და წესდების მე–5 მუხლს ახსენებს


