Accentnews.ge
ბაიდენი: "ერთი პატარა მოძრაობა ნატო-ს ტერიტორიის მიმართულებით - და გარანტიას გაძლევთ, იქნება მესამე მსოფლიო ომი!"

ბაიდენი: "ერთი პატარა მოძრაობა ნატო-ს ტერიტორიის მიმართულებით - და გარანტიას გაძლევთ, იქნება მესამე მსოფლიო ომი!"

11/03/2022 19:37:23 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კვლავ იმეორებს, რომ ამერიკა ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ დუიმს დაიცავს, თუმცა ამჯერად დასძენს, "თუნდაც ამან მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოსო".

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ფილადელფიაში დემოკრატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ალიანსის წევრთა დასაცავად რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე გაგზავნილია 12 ათასი სამხედრო.

"ჩვენ კვლავაც გვერდში ვუდგავართ ჩვენს პარტნიორებს და ვგზავნით მკაფიო გზავნილს: დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ დუიმს. ამიტომაც გავგზავნეთ 12 ათასი სამხედრო რუსეთის საზღვრებთან - ლატვიაში, ესტონეთში, რუმინეთში და ა.შ. თუნდაც ერთი პატარა მოძრაობა - და გარანტიას ვიძლევი, ჩვენ ვუპასუხებთ. და იქნება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია წმინდათა წმინდა ვალდებულება და მას დავიცავთ", - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, მან გაიმეორა, რომ უკრაინაში აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომს არ აპირებს.

"აშშ არ შეებრძოლება რუსეთს უკრაინაში, მათ შორის - არასაფრენი ზონის შექმნით. ჩვენ არ დავიწყებთ უკრაინაში მესამე მსოფლიო ომს", – დასძინა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S