Accentnews.ge
NATO რუსეთს უკრაინაში იარაღის მიწოდების ხაზებზე თავდასხმების შესახებ აფრთხილებს და წესდების მე–5 მუხლს ახსენებს

NATO რუსეთს უკრაინაში იარაღის მიწოდების ხაზებზე თავდასხმების შესახებ აფრთხილებს და წესდების მე–5 მუხლს ახსენებს

09/03/2022 14:12:35 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის თავდასხმა მოკავშირე ქვეყნების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ომის სახიფათო ესკალაცია იქნება,– ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა CBC News–თან ინტერვიუში განაცხადა.

„მოკავშირეები უკრაინას თავდაცვის უფლების განხორციელებაში ეხმარებიან, რაც გაეროს წესდებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა თავს იცავს.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს რომელიმე ქვეყანას ან ნატოს ტერიტორიას, ეს ალიანსის მე-5 მუხლს გაააქტიურებს, რაც კოლექტიურ უსაფრთხოებას გულისხმობს – ნატო–ს ერთ წევრზე თავდასხმა ალიანსის 30–ივე წევრზე თავდასხმას ნიშნავს.

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია, თავის მხრივ ალიანსი ხსნით ყველა საფუძველს, რათა ნატოს განზრახვა, დაიცვას საკუთარი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, არასათანადოდ არ იქნეს აღქმული.

ალიანსის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაწყვიტა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინისთვის, რომელიც ორი კვირაა, რუსულ სამხედრო აგრესიას იგერიებს. მიწოდება ძირითადად პოლონეთის ტერიტორიიდან ხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S