
უკრაინამ რუსულ ბირთვულ საწვავზე უარი თქვა
11/03/2022 07:53:59 ევროპა
უკრაინამ სრულად თქვა უარი რუსეთის ფედერაციისგან ბირთვული საწვავის შესყიდვაზე,– იუწყება უკრაინის სახელმწიფო საწარმო „ენერგოატომი“.
„ენერგოტომი“ სრულ უარს ამბობს რუსული ატომური საწვავის შეძენაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ, შეერთებული შტატების მონაწილეობით, შექმნა ლაბორატორიები გადამფრენი ფრინველებისა და ღამურების მიერ საშიში ინფექციების და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების შესასწავლად.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მსგავს განცხადებებს "ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი" უწოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ საზარელ "ცრუ დროშის ოპერაციას":
"მანიაკალური აკვიატება, რომლითაც რუსი ოფიციალური პირები ფანტაზიორებენ არარსებულ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღზე, უკრაინაში არსებულ საფრთხეებზე, ღრმად შემაშფოთებელია და შეიძლება რეალურად მიუთითებდეს, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ საზარელ ცრუ დროშის ოპერაციას".
იხილეთ ასევე:
ზელენსკი: "ჩემს მიწაზე არანაირი ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ შექმნილა"
ჯონსონი შიშობს, რომ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს