
ჯონსონი შიშობს, რომ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს
10/03/2022 20:34:15 ევროპა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, ამის შესახებ ჯონსონმა Sky News–თან განაცხადა.
"ის, რაც გესმით ქიმიურ იარაღზე, პირდაპირ მათი სცენარიდანაა", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა და გააგრძელა:“ისინი იწყებენ საუბარს, რომ არსებობს ქიმიური იარაღი, რომელთაც ინახავენ მათი მოწინააღმდეგეები ან ამერიკელები. ამდენად, როდესაც ისინი თავად ათავსებენ ქიმიურ იარაღს, მეშინია, რომ მათ შეუძლიათ, ეს გააკეთონ. მათ მზა ფეიკი აქვთ მოქმედებისთვის. თქვენ ეს ნახეთ სირიაში, ბრიტანეთშიც. ეს ისაა, რასაც უკვე აკეთებენ. ეს ცინიკური, ბარბაროსული ხელისუფლებაა“
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზაა, თუ რუსეთის პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ მან "კატასტროფული შეცდომა" დაუშვა.
მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ აღმოაჩინა აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიური იარაღის პროგრამა უკრაინაში, რომელიც მოიცავს სასიკვდილო პათოგენებს, როგორიცაა ჭირი და ჯილეხი. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მას "აბსურდული პროპაგანდა" უწოდა.
იხილეთ ასევე: CIT: რუსეთი ჩერნიგოვში აკრძალული იარაღის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი