Accentnews.ge
CIT: რუსეთი ჩერნიგოვში აკრძალული იარაღის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი

CIT: რუსეთი ჩერნიგოვში აკრძალული იარაღის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი

10/03/2022 18:55:54 ევროპა

რუსეთის არმიას შეეძლო, გამოეყენებინა ცეცხლგამჩენი ბომბები ჩერნიგოვზე თავდასხმისას, რითაც დაარღვია საერთაშორისო კონვენცია,– ამ დასკვნამდე მივიდა კვლევითი ჯგუფი Conflict Intelligence Team, რომელმაც შეისწავლა ფოტო–ვიდეო მასალა.

საცხოვრებელ ადგილებთან ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენება აკრძალულია კონვენციის დამატებითი პროტოკოლით – კონკრეტული იარაღის გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ, რომელიც იწვევს გადაჭარბებულ დაზიანებას ან აქვს განურჩეველი ეფექტი.

CIT ყურადღბას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მანამდე ჩერნიგოვში ჩამოაგდეს რუსული სუ-34 თვითმფრინავი, რომელსაც სავარაუდოდ, გადაჰქონდა მსგავსი ბომბები. თუმცა, მაშინ შეუძლებელი იყო იმის დამტკიცება, რომ ჯარი ნამდვილად აპირებდა მათ დასახლებულ პუნქტებში გამოყენებას.

საბჭოთა კავშირმა, მოგვიანებით რუსეთმა მოახდინეს 1980 წლის კონვენციის ყველა პროტოკოლის რატიფიცირება, მათ შორის აკრძალვა ცეცხლგამჩენი იარაღის, ფრაგმენტების, რომელთა აღმოჩენაც შეუძლებელია რენტგენის სხივებით, ამოუცნობი ნაღმების, ნაღმ–ხაფანგების, დამაბრმავებელი ლაზერების.

კონვენციის დარღვევა შეიძლება, ჩაითვალოს სამხედრო დანაშაულად. ამასთან, ომის აკრძალული საშუალებების გამოყენება აკრძალულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S