Accentnews.ge
ზელენსკი: "ჩემს მიწაზე არანაირი ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ შექმნილა"

ზელენსკი: "ჩემს მიწაზე არანაირი ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ შექმნილა"

10/03/2022 22:43:24 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის განცხადებებს, თითქოს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებია. ამის შესაზებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

"მე ვარ ადეკვატური ქვეყნისა და ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი, ორი შვილის მამა. ჩემს მიწაზე არანაირი ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ შემუშავებულა. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. და თუ რუსეთი რაიმე მსგავსს გააკეთებს ჩვენს წინააღმდეგ, ის მიიღებს ყველაზე მკაცრ სანქციებს", - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ, შეერთებული შტატების მონაწილეობით, შექმნა ლაბორატორიები გადამფრენი ფრინველებისა და ღამურების მიერ საშიში ინფექციების და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების შესასწავლად.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მსგავს განცხადებებს "ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი" უწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ საზარელ "ცრუ დროშის ოპერაციას":

"მანიაკალური აკვიატება, რომლითაც რუსი ოფიციალური პირები ფანტაზიორებენ არარსებულ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღზე, უკრაინაში არსებულ საფრთხეებზე, ღრმად შემაშფოთებელია და შეიძლება რეალურად მიუთითებდეს, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ საზარელ ცრუ დროშის ოპერაციას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S