Accentnews.ge
"გაერთიანებულმა სამეფომ 50 ვიზა მისცა უკრაინელ ლტოლვილებს იმ დროს, როცა პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მლნ უკრაინელი მიიღეს"

"გაერთიანებულმა სამეფომ 50 ვიზა მისცა უკრაინელ ლტოლვილებს იმ დროს, როცა პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მლნ უკრაინელი მიიღეს"

08/03/2022 12:07:26 მსოფლიო

ევროკავშირის საბჭოს ყოფილი და „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გაერთიანებულ სამეფოს უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

„სოლიდარობა მოქმედებაში. გაერთიანებულმა სამეფომ 50 ვიზა მისცა უკრაინელ ლტოლვილებს იმ დროს, როდესაც პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სიტყვებს ციტირებს: „ჩვენ გულუხვები ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან გულუხვები ვართ“.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკრაინელი ლტოლვილებისადმი მოპყრობის კრიტიკის საპასუხოდ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დღეს აღნიშნა, რომ "მთავრობას მეტის გაკეთება შეუძლია" და იგი მხარს დაუჭერს შინაგან საქმეთა მდივანს ამ მიმართულებით "სიტუაციის ელვისებურად სწრაფად გასაუმჯობესებლად“.

გაერო–ს ცნობით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს მიაღწია. მათი ემეტესობა გადავიდა პოლონეთში. უკარინელ ლტოლვილები შედიან, მათ შორის უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.

გაერო–ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელის ფილიპო გრანდის განცხადებით, "უკრაინიდან ლტოლვილთა მეორე ტალღის დასახმარებლად უფრო მეტი სოლიდარობა იქნება საჭირო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ".

გუშინ მოლდოვამ ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის სხვა ქვეყნებში გადასასვლელად დერეფნები გახსნას.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S