გაერო: "უკრაინიდან ლტოლვილთა მეორე ტალღის დასახმარებლად უფრო მეტი სოლიდარობა იქნება საჭირო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ"
08/03/2022 11:15:13 მსოფლიო
გაერო–ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელის ფილიპო გრანდის განცხადებით, "უკრაინიდან ლტოლვილთა მეორე ტალღის დასახმარებლად უფრო მეტი სოლიდარობა იქნება საჭირო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ".
"უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების პირველი ტალღები გარკვეული რესურსების მქონე პირები იყვნენ. ბევრი მოდის მანქანით და აქვთ საკუთარი კავშირები. მათ შეუძლიათ წავიდნენ იქ, სადაც ჰყავთ ოჯახი, მეგობრები, ახლობლები. თუ ომი გაგრძელდება, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ რესურსები და კავშირები, ქვეყნიდან გაქცევის გარდა, სხვა გზა არ დარჩებათ. ლტოლვილთა მეორე ტალღის დასახმარებლად უფრო მეტი სოლიდარობა იქნება საჭირო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ", – განაცხადა გაერო–ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისივე ცნობით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს მიაღწია. მათი ემეტესობა გადავიდა პოლონეთში. უკარინელ ლტოლვილები შედიან, მათ შორის უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


