
რუსეთი დანაკარგების შესახებ კვლავ დუმს, ხოლო უკრაინა მორიგ მონაცემებს აქვეყნებს
02/03/2022 08:16:12 ევროპა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დანაკარგების შესახებ კვლავ დუმს, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა. კერძოდ, მისი ცნობით, რუსეთის დანაკარგი უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად შვიდ დღეში 5840 ადამიანი.
გენშტაბი განმარტავს, რომ მონაცემების დაზუსტება მიმდინარეობს, ვინაიდან პროცესს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.
ამდენად, მისი ცნობით, მოწინააღმდეგის საერთო სავარაუდო დანაკარგებმა 24.02-დან 02.03-მდე შეადგინა:
- პერსონალი– 5840 ადამიანი,
- თვითმფრინავი - 30 ერთეული,
- ვერტმფრენი - 31 ერთეული,
- ტანკი - 211-მდე ერთეული,
- ჯავშანტექნიკა - 862 ერთეული,
- საარტილერიო სისტემები - 85,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 9,
- რეაქტიული სისტემა - 40,
- საწვავის ავზი - 60,
- უპილოტო საფრენი აპარატი - 3,
- მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა - 2 ერთეული,
- საავტომობილო ტექნიკა - 355.
იხილეთ ასევე:
კრემლი დანაკარგზე კვლავ დუმს და მშობლებსაც უსპობს გზებს, მოძებნონ შვილები
"არ მესმის, ეს რატომ ხდება! ოლიგარქები რატომ არ მიდიან?!" – რუს სამხედროებს მშობლები ეძებენ
„რუსული ძალა წინა დღეს გაცემული ინსტრუქციით მოქმედებს, უკრაინული – დინამიურად“