Accentnews.ge
კრემლი დანაკარგზე კვლავ დუმს და მშობლებსაც უსპობს გზებს, მოძებნონ შვილები

კრემლი დანაკარგზე კვლავ დუმს და მშობლებსაც უსპობს გზებს, მოძებნონ შვილები

01/03/2022 10:24:47 ევროპა

რუსეთი კვლავ დუმს დანაკარგის რაოდენობაზე, რომელსაც ის იღებს უკრაინაში წარმოებულ ომში, თუმცა მის არსებობას აღიარებს. ამ მიზეზით, უკრაინის მთავრობამ გადაწყვიტა, უშუალოდ მიმართოს რუსი ჯარისკაცების ოჯახებს ომის დროს დატყვევებული ან დაღუპული მათი ნათესავების იდენტიფიცირების მოთხოვნით. მით უფრო, რომ არსებობს ცნობები რუსულ კოლონასთან კრემაციისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის გადაადგილების თაობაზე. ამასთან, უკრაინულმა მხარემ „წითელ ჯვარსაც“ მიმართა, გადაასვენოს ცხედრები სამშობლოში.

27 თებერვალს უკრაინის შს მინისტრმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ონლაინ–პლატფორმა, რომელზეც გამოქვეყნდება ვიდეო–ფოტო მასალა იმ რუსი სამხედროებისა, რომლებიც დაიღუპნენ, ან ტყვედ არიან.

ინიციატივა სახელწოდებით, „ეძებე შენიანები“ რუსულმა მხარემ დაბლოკა და ამ გზითაც მოუსპო რუს სამხედროების ოჯახის წევრებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე დატოვა უკრაინული მხარის შეთავაზება, რუსი სამხედროების ცხედრების გადასვენების თაობაზე. ამ მიზეზით, დენისეკნკოს თქმით, გადაწყვიტა, რუსი ხალხისთვის მიმართა რუსულ ენაზე ჩაეწერა. ჩანაწერში ის ამბობს, რომ უკრაინამ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელ ჯვარს“, მოახდინოს ჰუმანიტარული მისიის ორგანიზება და ოჯახებს გადასცეს ცხედრები, „თუმცა რუსეთი არანაირად არ რეაგირებს“.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსმა ჟურნალისტებმა მოახერხეს რამდენიმე ტყვედჩავარდნილის იდენტიფიცირება და ესაუბრნენ მათ ოჯახის წევრებს.

იხილეთ ასევე: "არ მესმის, ეს რატომ ხდება! ოლიგარქები რატომ არ მიდიან?!" – რუს სამხედროებს მშობლები ეძებენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S