Accentnews.ge
"არ მესმის, ეს რატომ ხდება! ოლიგარქები რატომ არ მიდიან?!" – რუს სამხედროებს მშობლები ეძებენ

"არ მესმის, ეს რატომ ხდება! ოლიგარქები რატომ არ მიდიან?!" – რუს სამხედროებს მშობლები ეძებენ

26/02/2022 16:08:22 ევროპა

კიევი პერიოდულად აქვეყნებს ყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას და ფოტო–ვიდეო მასალას. დღის პირველ ნახევარში გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 200 რუსი სამხედროა მათ ტყვეობაში. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტყვეებისა და დაღუპულების შესახებ უკრაინული მხარის მონაცემებზე კომენტარს არ აკეთებს და როგორც ირკვევა, არც მშობლებთან გადის კონტაქტზე.

ასოციაციაში „ჯარისკაცთა დედების კომიტეტი“ აცხადებენ, რომ მშობლებმა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ფოტოებით მოახდინეს საკუთარი შვილების იდენტიფიცირება და ახლა მათი ბედის გარკვევას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტი სვეტლანა გოლუბი აღნიშნავს, ოპერაციის დაწყების დღიდან არ წყდება სასოწარკვეთილი მშობლების ზარები:

„ბიჭებმა ოჯახებთან კონტაქტი მალევე შეწყვიტეს, როგორც კი ოპერაციის შესახებ გამოცხადდა. ცხადია, მშობლები შეშფოთებულები იყვნენ. ჯერ თავად სცადეს კონტაქტზე გასვლა, მაგრამ ვერ შეძლეს და ჩვენ მოგვმართეს. ნახევარ საათში დაახლოებით, 10 ზარს ვიღებთ. გავაგზავნეთ კითხვები თავდაცვის სამინისტროში და ველით, როდის „გამოძებნიან“ შესაძლებლობას ჩვენთან და მშობლებთან გასაუბრებისთვის, რომლებიც არ ითხოვენ ახსნა–განმარტებას, უბრალოდ აინტერესებთ, რა ხდება მათი შილების თავს, სად არიან“.

ასოციაცია უკრაინულ მხარესთანაც ცდილობს კომუნიკაციას.

მშობლებს შორის, რომლებიც საკუთარი შვილების შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ, რუშან ფახმანკულოვიცაა. მამა ამბობს, რომ მისი ვაჟი 19 წლისაა, გასულ წელს გაიწვიეს სავალდებულო სამსახურში, რამდენიმე თვეა, კონტრაქტზეა და სხვა სამხედრო გამოცდილება არ აქვს.

ამბობს, რომ შვილის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით მიიღო, შემდეგ თავდაცვის სამინისტროში უშედეგოდ ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას:

„მის ნაწილში მყოფ ჯარისკაცებს ვუკავშირდებოდი. მითხრეს, „ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთო“. დღეს ნაწილში დამიდასტურეს რომ ტყვედაა, მაგრამ რას აკეთებენ, არ თქვეს. თითქოს კონტრდაზვერვა მუშაობსო და მეტი არაფერი“.

მამა ამბობს, რომ არ ესმის, რატომ ხდება ის, რაც ხდება და რომ არ სურს, მისი შვილი „საზარბაზნე ხორცად იქცეს“:

„თუ ჩვენი მხრიდან არ იქნება დახმარება, უკრაინას მივმართავ. არ ვიცი, ეს საერთოდ რატომ ხდება! ოლიგარქების შვილები რატომ არ მსახურობენ? არა თუ კონტრაქტით, სავალდებულო სამსახურშიც არ მიდიან! არ მინდა, რომ ჩემი შვილი სადღაც „საზარბაზნე ხორცი“ იყოს, არადა ეს ასე გამოიყურება. ყველა მშობელი გაიმებს ამას. არ მესმის, ეს რატომ ხდება!“.

უკრაინამ დღეს ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ განაცხადა, რათა რუსი სამხედროების მშობლებმა მიიღონ ინფორმაცია შვილების თაობაზე, ხოლო წითელ ჯვარს მიმართა, ცხედრები სამშობლოში გადაასვენონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S