
ეკონომისტი განმარტავს, რას ნიშნავს რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დღეს მის წინააღმდეგ მიღებული ზობები
27/02/2022 00:30:56 ევროპა
ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე განმარტავს, რას გულისხმობს დასავლეთის მიერ რუსეთისთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები და რამდენად მტკივნებული იქნება ის აგრესორისთვის.
- "რუსული ბანკები SWIFT-დან ჩახსნეს. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო გადარიცხვები თითქმის შეუჩერდათ.
- რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინეს. ეს ნიშნავს, რომ 100-ობით მილიარდი დოლარი დროებით წაართვეს.
ეს უკვე გასცდა ეკონომიკურ სანქციებს. ფაქტობრივად "დააყაჩაღეს" რუსეთის მთავრობა. რუსეთს რომ რამის თავი ჰქონდეს, რეზერვების გაყინვისთვის დასავლეთს უნდა ემუქრებოდეს.
ბაიდენი ამბობს, ან გავაჩერებთ პუტინს ან მესამე მსოფლიო ომამდე მივალთო.
თუმცა, დღეს ურთულესი ღამე აქვს უკრაინას და უნდა გაუძლონ!".
მეოთხე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას იგერიებს. დღეს კიევზე მასშტაბურ შეტევას ელიან.
იხილეთ ასვე: