Accentnews.ge
ბაიდენი: "ორი ვარიანტი გვაქვს: მესამე მსოფლიო ომი ან დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ფასს გადაიხდის"

ბაიდენი: "ორი ვარიანტი გვაქვს: მესამე მსოფლიო ომი ან დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ფასს გადაიხდის"

26/02/2022 21:58:27 მსოფლიო

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ კონფლიქტი ევროპასა და ნატოს აახლოებს. ამის შესახებ CNN იუწყება.

„ის აწარმოებს ეფექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც იმედოვნებდა“ - განაცხადა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას.

სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის დასასჯელად. „ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ბაიდენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S