
„ვეღარსად დაიმალებით, თქვენთან მოვდივართ!“ – ბრიტანელი მინისტრი რუს ოლიგარქებს მიმართავს
26/02/2022 20:47:54 ევროპა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტმა ლიზ ტრასმა რუსი ოლიგარქების ახალი სია შეადგიანა, რომლებიც სანქციებს უნდა დაექვემდებარონ,– იუწყება The Times.
მინისტრმა თქვა, რომ კიდევ მეტი კლეპტოკრატი დაზარალდება უახლოეს კვირაში და დასძინა, „ჩვენ თქვენთან მოვდივართ!“.
როგორც ტრასმა აღნიშნა, „სუპერმდიდარი ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან და ლონდონის იურიდიულ ფირმებს იყენებდნენ, რათა დამუქრებოდნენ ხელისუფლებას, ვეღარსად დაიმალებიან“
მიმდინარე კვირაში ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა „ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომელიც რუსეთს აქამდე არ უნახავს“.
რვა ოლიგარქს ქონება დაუყადაღდება და ქვეყანაში მოგზაურობა აეკრძალება, ისევე როგორც 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, ბიზნესს და შვილობილ კომპანიას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს მალე დააწესებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი დათანხმდა პუტინისა და ლავროვის აქტივების გაყინვას.