Accentnews.ge
The New York Times რუსეთისთვის აშშ–ის წერილობითი პასუხის შინაარსზე წერს

The New York Times რუსეთისთვის აშშ–ის წერილობითი პასუხის შინაარსზე წერს

27/01/2022 10:06:00 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მოთხოვნებზე წერილობითი პასუხი გასცა, რომლის შინაარსიც არ საჯაროვდება, თუმცა The New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს სთავაზობს ბირთვული შეიარაღების შეზუდვის გარშემო მოლაპარაკებას.ეს შეიძლება გახდეს საშუალო და მცირე სიშორის ბირთვული რაკეტების განადგურების შესახებ შეთანხმების, რომელმაც 2019 წელს შეწყვიტა არსებობა, აღდგენის საბაბი.The New York Times–ის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ასევე მზად არიან, მოილაპარაკონ რუსეთთან სამხედრო სწავლების ჩატარების შეზღუდვის გარშემო. კერძოდ, აშშ სთავაზობს რუსეთს, მანევრები გაიმართოს ხოლმე საზღვრებიდან მოშორებით, რათა მანევრები არ იქნეს მიჩნეული მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმისთვის მზადებად.

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შეთანხმება 1987 წელს გაფორმდა საბჭოთა კავშირს და აშშ-ს შორის. ის 2018 წელს დატოვა აშშ-მა, რომელმაც რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

იხილეთ ასევე: ლავროვი: „წერილობით პასუხში აშშ–მა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას დადებითად არ უპასუხა“

ცნობისთვის: დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრანაში შეიჭრება, რასაც წინ უძღოდა უკრაინის საზღვრებთან დიდძალი რუსული სამხედრო ძალის თავმოყრა. ამის ფონზე რუსეთმა აშშ-ს და ნატოს წარუდგინა მოთხოვნები, რომელიც მათ შორის აღმოსავლეთისკენ ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.

რუსეთისთვის წერილობითი პასუხის გაცემის შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს არ უღალატიათ ნატოს ფუძემდებლური პრინციპებისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S