Accentnews.ge
"უსაფრთხოების გარანტიებზე" აშშ-მა რუსეთს წერილობით უპასუხა

"უსაფრთხოების გარანტიებზე" აშშ-მა რუსეთს წერილობით უპასუხა

26/01/2022 19:00:02 მსოფლიო

ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მა რუსეთს წერილობითი პასუხის გადასცა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

წერილი აშშ-ის ელჩმა მოსკოვში ჯონ სალივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თვითონ მიიტანა.

ვაშინგტონში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ დოკუმენტი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან თანამშრომლობით შედგა.

მისივე თქმით, წერილის შინაარსი გასაჯაროებული არ იქნება და რუსეთისგან მოელის, რომ მას საიდუმლოდ შეინახავს.

სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ თავის პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით - როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღიაობა ახალი წევრების მიმართ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

წერილობითი პასუხის გაცემის შესახებ აშშ და რუსეთი 21 იანვარს ჟენევაში შეთანხმდნენ.

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S