Accentnews.ge
თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

26/01/2022 06:51:34 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ექვს რეგიონზე მოდის:

  • თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა,
  • აჭარა – 1 958,
  • იმერეთი – 1 990,
  • ქვემო ქართლი – 831,
  • შიდა ქართლი – 877,
  • გურია – 240,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 680,
  • კახეთი -704,
  • მცხეთა-მთიანეთი – 391,
  • სამცხე-ჯავახეთი – 310,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 100 013 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც:

  • 4 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 954, აჭარაში – 650, იმერეთში – 934.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 პირი, მათ შორის, თბილისში – 409, აჭარაში – 132, იმერეთში – 269.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 51, იმერეთში – 25.
  • 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 201 – თბილისში, 656 – აჭარაში.
  • 93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​

საქართველოში მეორე კვირაა, კოვიდ–ინფიცირების დღიურ მაჩვენებელში მკვეთრი მატება ფიქსირდება, რასაც NCDC “ომიკრონის“ შტამს უკავშირებს, რომელიც მეტი სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება. განიმარტა, რომ სადღეისოდ ქვეყანაში ძირითადად სწორედ აღნიშნული შტამის ორი ქვე შტამი ცირკულირებს.

მთავარ რეკომენდაციად რჩება „ბუსტერიზაცია“ და პირბადის აქტიური გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში.

იხილეთ ასევე: „ისე ცირკულირებს „ომიკრონი“, რომ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S