Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა

26/01/2022 06:38:43 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 17 530 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 087 ადამიანი, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი და ჯამში კოვიდით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 813–ს მიაღწია.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 46 900, PCR ტესტით - 31 272.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 22,42%, ბოლო 14 დღის - 15,32%, ბოლო 7 დღის - 19,58%.

სულ აცრილია - 2 676 520 ადამიანი, დღიურად აცრილია - 7 661.

საქართველოში მეორე კვირაა, კოვიდ–ინფიცირების დღიურ მაჩვენებელში მკვეთრი მატება ფიქსირდება, რასაც NCDC “ომიკრონის“ შტამს უკავშირებს, რომელიც მეტი სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება. განიმარტა, რომ სადღეისოდ ქვეყანაში ძირითადად სწორედ აღნიშნული შტამის ორი ქვე შტამი ცირკულირებს.

მთავარ რეკომენდაციად რჩება „ბუსტერიზაცია“ და პირბადის აქტიური გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში.

იხილეთ ასევე: თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S