Accentnews.ge
„ცირკულირებს „ომიკრონის“ ორი ქვე შტამი, შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით“

„ცირკულირებს „ომიკრონის“ ორი ქვე შტამი, შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით“

25/01/2022 08:17:49 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სადღეისოდ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების 90% ომიკრონის შტამს უკავშირდება, საქართველოში ცირკულირებს ორივე ქვე შტამი: ერთის ცირკულაცია ნოემბერში დაიწყო და შემდგომ გაჩნდა მეორე, რომელიც კიდევ უფრო მეტი გადამდებობით, მაგრამ ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. სწორედ მას უკავშირებენ საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატებას.

„შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით. რამდენმე ქვეყნამ გაიარა ეს ტალღა და ყველგან ერთი სცენარით: პიკური პერიოდი ორი კვირა გრძელდება და შემდეგ მოდის ქვემოთ. ამდენად, დიდი ალბათობით, დაახლოებით ორი კვირა გვექნება დაახლოებით იგივე და შესაძლებელია მეტი შემთხვევა, ვიდრე დღეს გვაქვს“,– განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

ამასთან, გამყრელიძე ვარაუდობს, ქვეყნის მასტამით ინფიცირებული შესაძლოა, 3–4 – ჯერ მეტი იყოს, ვიდრე ეს არის გამოლენილი, მოქალაქეებს შესაძლოა, ქონდეთ მსუბუქი სიმპტომები და ისინი უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ სახლში არიან. თუ გეწყებათ სიმპტომები: ხველა, სურდო, თავის, ყელის ტკივლი, ტემპერატურის მატება, არაა საჭირო, რამოდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა, დიდი ალბათობით უნდა თქვათ, რომ ვიდნაიდან 80%–ში ცირკულირებს ომიკრონი, არის ომიკრონი და იყოთ სახლში, დარეკოთ 112–ზე და ოჯახის ექიმის საშუალებით მართოთ მდგომარეობა. 90%–ს ის შემთხვევაში თითქმის უსიმპტომოდ ჩაივლის, იყავით მშიდად“.

მისი თქმით, სადღეისოდ კლინიკებში მყოფ მძიმე პაციენტთა უმეტესობა „დელტათია“ ინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ მეორე კვირაა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მატულობს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 15 000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 87 609 აქტიური შემხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 963 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S