Accentnews.ge
დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე რუსეთი, ირანი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო მანევრებს აანონსებენ

დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე რუსეთი, ირანი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო მანევრებს აანონსებენ

20/01/2022 12:26:52 მსოფლიო

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო მანევრებს გამართავენ ინდოეთის ოკეანეში 21 იანვარს, – იუწყება ირანული მედია.

როგორც ირანის შეირაღებული ძალების წარმომადგენლმა სააგენტო ISNA-ს განუცხადა, მანევრების მიზანია „რეგიონში უსაფრთხოების და მისი საფუძვლების განმტკიცება“:

„მანევრები სახელწოდებით „უსაფრთხოების საზღვაო სარტყელი 2022,“ მესამე ასეთი ერთობლივი წვრთნაა 2019 წლის შემდეგ და ისინი გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა მოსკოვს.

შეგახსენებ, რომ სანქციების ქვეშ მყოფი თეირანი მოსკოვთან და პეკინთან ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას, რომლებიც ასევე არიან დასავლეთის სანქციების სამიზნე სხვადასხა მიმართულებით. ამასთან, უკრაინაში კრემლის მორიგი შეჭრის თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე, აშშ და მისი მოკავშირეები კრემლს „მძიმე საფასურის“ შესახებ აფრთხილებენ.

შეგახსენებთ ასევე, რომ მოსკოვს ირანის პრეზიდენტმა მოსკოვში ვიზიტისას, რომელსაც 2017 წლის შემდეგ პირველად სტუმრობდა, განაცხადა, რომ რომ ირანისთვის "რუსეთთან კავშირების გაფართოების შესაძლებლობა უსაზღვროა“. პუტინმა კი მაღალი შეფასება მისცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო საკითხებში.

იანვარში ჩინეთს სტუმრობდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა და ირანმა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S