Accentnews.ge
ჩინეთმა და ირანმა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

ჩინეთმა და ირანმა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

15/01/2022 19:04:04 მსოფლიო

პეკინი თეირანთან 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ იუწყება, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას.

ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ აშშ გააკრიტიკა ირანისთვის სანქციების დაწესების გამო, თუმცა მხარი დაუჭირა ძალისხმევას, რომელიც ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენისკენაა მიმართული.

ვან ის თქმით, ირანთან დაკავშირებულ, ამჟამად არსებულ სირთულეებში მთავარი ბრალი მიუძღვის აშშ-ს, რადგან ის ბირთვულ ხელშეკრულებას ცალმხრივად გამოეთიშა.

ცნობისთვის: ვენაში დაიწყო მოლაპარაკებები 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით. დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპისა და ირანის წარმომადგენლები თავ-თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ კონსულტაციებისთვის. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკების მონაწილეები ვენაში ორ დღეში დაბრუნდებიან, თუმცა საექსპერტო დისკუსიები შაბათ-კვირასაც გრძელდება.

ხელშეკრულება, რომელსაც გარღვევად მიიჩნევდნენ და რომლითაც მოიხსნა დასავლეთის სანქციები, თეირანის ბირთვული მისწრაფებების შეზღუდვის სანაცვლოდ, სრული კოლაფსის პირას იყო 2018 წელს, როცა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპნა თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გაიყვანა და ირანს აღუდგინა მკაცრი სანქციები. ამის გამო ირანმა თანდათანობთ დაიწყო ნაკისრი პასუხისმგებლობების დარღვევა, მათ შორის ურანის გამდიდრება.

ამჟამად ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, აშშ დაუბრუნდეს ხელშეკრულებას და მოხნას სანქციები, ირანმა კი ისევ სრულად უერთგულოს ნაკისრ პასუხისმგებლობებს.

14 იანვარს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, და მოლაპარაკება ახლა "უკეთეს ატმოსფეროში" მიმდინარეობს, ვიდრე შობის დღესასწაულამდე პერიოდში იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S