Accentnews.ge
საგარეო უწყება: "ლექსო ლაშქარავას თაობაზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შედეგადაც მონაცემი განახლდება"

საგარეო უწყება: "ლექსო ლაშქარავას თაობაზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შედეგადაც მონაცემი განახლდება"

07/01/2022 12:59:01 საზოგადოება

ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან, რის შედეგადაც მონაცემი განახლდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა.

„იუნესკო-ს მიერ გამოქვეყნებული სია, მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებზე, არ არის ახალი. სია გამოქვეყნდა გასული წლის ივლისში, ლექსო ლაშქარავას შემთხვევიდან ძალიან მალე და შესაბამის გრაფაში აღნიშნულია კიდეც, რომ ეს არის ახალი შემთხვევა – რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, აღნიშნული შემთხვევის თაობაზე საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც იცით, არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოითხოვა შსს-დან და რომელიც გაეგზავნება იუნესკო-ს, რის შედეგადაც მოხდება აღნიშნული მონაცემის განახლება. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც იუნესკო მიმართავს“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის ივლისის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებია. სიკვდილის შემდეგ გამართულ ბრიფინგზებზე უწყება მიანიშნებდა გარდაცვლილის ნარკომომხმარებლობის შესახებ. ცნობილი გახდა ისიც, რომ ლაშქარავას 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე თავდასხმისას მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, დანიშნულებად ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები ჰქონდა გამოწერილი.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S