Accentnews.ge
UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

07/01/2022 08:09:02 საზოგადოება

UNESCO-მ "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს გარდაცვლილი ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული.

ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ UNESCO-ს არასწორი ინფორმაცია აქვს:

"ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას არასწორი ინფორმაცია აქვს და არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ლაშქარავა 5 ივლისს კი არ გარდაიცვალა, როგორც იქ მითითებულია, არამედ 11 ივლისს. ესეც მიუთითებს რომ შეცდომაა და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა".

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით კი, UNESCO საგამოძიებო ორგანო არაა:

"სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, ექსპერტიზა ჩატარებულია, შესაბამისად ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში რომელიც მიმდინარეობდა, გააკეთებენ განცხადებას.

ვინც ნახა UNESCO-ს ის სია, იქ წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. აქედან გამომდინარე, UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იცით, რომ ეს ღია საკითხად არის მითითებული, სადაც არის გამოგზავნილი შეკითხვა მთავრობის მიმართ და ელოდებიან პასუხს"

ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს პტოფესიული მოვალეობის შესრულებისას დაესხნენ თავს. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება.

ოპერატორის ცემის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ დრომდე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მხრივ ცდილობდა განევითარებინა ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა. თუმცა ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა მზად არაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S