Accentnews.ge
ბაიდენი: "აშშ რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტს ძალიან გაურთულებს"

ბაიდენი: "აშშ რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტს ძალიან გაურთულებს"

04/12/2021 10:12:45 მსოფლიო

უკრაინის საზღვრებთან რუსული საჯარისო ნაწილების მობილიზების ფონზე, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის დადგენილი „წითელი ხაზები“.

მისი თქმით, აშშ რუსეთს „ძალიან გაურთულებს“ მეზობელ უკრაინასთან კონფლიქტს.

აშშ–ის დაზვერვის სამსახურები შიშობენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას კრემლი 2022 წლის დასაწყისში გეგმავს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ვიდეო ზარი, რომლის მიზანიც სიტუაციის განმუხტვაა, წესით, ამ კვირაში გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ მას რუსეთის ლიდერთან, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დისკუსია ექნება და ის „არავის წითელ ხაზებს არ მიიღებს.“

„მე ყველაზე სრულყოფილი და მნიშვნელოვანი ინიციატივების მთელ რიგს ვადგენ, რომელიც იმას ემსახურება, რომ პუტინისთვის ძალიან გაართულოს იმის გაკეთება რასაც ხალხი შიშობს რომ ის გეგმავს“, - ჟურნალისტებთან თქვა ბაიდენმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს ამერიკა, უკრაინელმა და ამერიკელმა საჯარო პირებმა ამ კვირას კიდევ ერთხელ გააფრთხილეს რუსეთი მძიმე ეკონომიკური სანქციების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S