აშშ უკრაინის რუსეთისგან დასაცავად ყოვლისმომცველ ინიციატივებზე მუშაობს
03/12/2021 18:42:50 მსოფლიო
აშშ უკრაინის რუსეთისგან დასაცავად ყოვლისმომცველ ინიციატივებზე მუშაობს.
თეთრ სახლში ჩატარებული ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ყოვლისმომცველი ინიციატივების შემუშავებას გეგმავს, რათა თავიდან იქნას აცილებული უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა.
ჯო ბაიდენის თქმით, ის მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ევროპელ მოკავშირეებთან, ასევე უკრაინულ მხარესთან და ახლა მიმდინარეობს ყოვლისმომცველი, მნიშვნელოვანი ინიციატივების შემუშავება.
ჯო ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ინიციატივების შემუშავება იგეგმება, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
მანამდე ეუთო–ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.


