
"ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილემ "ტვ პირველის" მიკროფონი დააზიანა
27/10/2021 12:09:59 საზოგადოება
"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილემ "ტვ პირველის" მიკროფონი დააზიანა. მან ჯერ სიგარეტი დაადო მიკროფონს და თქვა: "ფუ ახლა უფრო ქოთს", შემდეგ კი სადაზინფექციო ხსნარი დაასხა.
"ტვ პირველი" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ფაქტზე რეაგირებას ითხოვს.
დღეს თბილისში "ქართული ოცნების" ორგანიზებით აქცია იმართება.
იხილეთ ასევე: რეგიონებიდან კოლონები დაიძრნენ: ვინ რა მოტივით ესწრება "ქართული ოცნების" აქციას.