
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მორიგი რეკორდული ნამატი დაფიქსირდა
19/10/2021 06:31:57 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი, 2 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა,– ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 56 555 ტესტი.
სულ ჩატარდა 1 920 934 აცრა, დღიურად აცრილია 6 203.
დადებითობის მაჩვენებელი:
- დღიური - 10,15%,
- ბოლო 14 დღის - 8,64%,
- ბოლო 7 დღის - 9,12%
საქართველოში ინფიცირების ჯამში 670 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 616 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 546 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: 18 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 374 ადამიანი, გარდაიცვალა 42 პაციენტი.
იხილეთ ასევე:
- ამირან გამყრელიძე: "კორონავირუსის მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან იწყება"
- გამყრელიძის ცნობით, 9 000-მდე გარდაცვლილიდან 99% აუცრელი იყო, ხოლო 23 პაციენტი სრულად ვაქცინირებული
- გამყრელიძე: „ორივე აცრა შეიძლება, გაიკეთოთ ერთ დღეს"