Accentnews.ge
გამყრელიძის ცნობით, 9 000-მდე გარდაცვლილიდან 99% აუცრელი იყო, ხოლო 23 პაციენტი სრულად ვაქცინირებული

გამყრელიძის ცნობით, 9 000-მდე გარდაცვლილიდან 99% აუცრელი იყო, ხოლო 23 პაციენტი სრულად ვაქცინირებული

18/10/2021 20:05:13 საზოგადოება

NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელძე ვაქცინაციის პოზიტიურ მხარეზე კიდევ ერთხელ საუბრობს და მოსახლეობას აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

როგორც გამყელიძემ აღნიშნა, თვის ბოლოს გამოქვეყნდება NCDC-ის მორიგი მიმოხილვა, რომელშიც ვაქცინაციის შედეგებზე იქნება საუბარი, მანამდე კი ის პირველი არხის ეთერში ხსენებულ ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სრული ვაქცინაცია 9,3-ჯერ ამცირებს კოვიდ–ინფიცირების, ხოლო 23-ჯერ ჰოსპიტალიზაციის რისკს.

„ორჯერადად აცრილი არის 903 000 ადამიანი. მათგან 11 000-ს დაემართა კოვიდი, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. რა თქმა უნდა, ერთეულებია, სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ. 23 გარდაცვლილი გვყავდა აგვისტო ბოლო რიცხვით ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით (ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება). განასხვავეთ ახლა თქვენ: სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი და მათ შორის, 99% აუცრელი და აცრილებში – 23“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S