
გამყრელიძე: „ორივე აცრა შეიძლება, გაიკეთოთ ერთ დღეს"
18/10/2021 15:38:31 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის აცრის გაკეთება შესაძლებელია კოვიდ ვაქცინასთან ერთად.
"ქვეყანაში უკვე დაიწყო გრიპის აცრები. ორივე აცრა [კოვიდის საწინააღმდეგო და გრიპის ვაქცნები] შეიძლება, გაიკეთოთ ერთ დღეს. ერთ მკლავზე გრიპის, მეორე მკლავზე კოვიდის ვაქცინა, მაგრამ თუ ერთ დღეს არ იკეთებთ, მაშინ დაიცავით ორკვირიანი შუალედი. ასეთია ჩვენი იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.