Accentnews.ge
მედია: თალიბებმა თურქეთს დახმარების თხოვნით მიმართეს

მედია: თალიბებმა თურქეთს დახმარების თხოვნით მიმართეს

26/08/2021 11:34:45 მსოფლიო

„თალიბანმა“ თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში ტექნიკური დახმარებისთვის მიმართა. ამასთან, თალიბები ქვეყნიდან თურქი სამხედროების გაყვანასაც ითხოვენ.

თურქეთის სამთავრობო წყარო „როიტერთან“ საუბარში ამბობს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარეშე თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სარისკოა.

თურქეთი იყო ავღანეთში ნატო-ს მისიის მონაწილე და დღემდე ჰყავს ასობით ჯარისკაცი ქაბულის აეროპორტში.

ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის მოლოდინში ამ დრომდე ათასობით ადამიანი რჩება. სხვადასხვა ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S