Accentnews.ge
ქაბულის აეროპორტში ათასობით ადამიანი რჩება

ქაბულის აეროპორტში ათასობით ადამიანი რჩება

25/08/2021 18:18:36 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის მოლოდინში ათასობით ადამიანი რჩება. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები კი ჩქარობენ 31 აგვისტოსთვის დაასრულონ ევაკუაცია, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ყოველდღე სულ უფრო სარისკო ხდება ავღანეთში მყოფი აშშ-ის ჯარებისკაცებისთვის.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, 11 დღის თავზე 82 000-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს ავღანეთიდან, ჯამში კი ივლისის ბოლოს შემდეგ ევაკუირებულთა რაოდენბამ თითქმის 88000-ს მიაღწია.

კვლაც უამრავი ადამიანია აეროპორტის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ იმედით, რომ დატოვებენ ქვეყანას, რადგან ეშინიათ რეპრესიების საერთაშორისო ჯარებთან თანამშრომლობის გამო. დანარჩენები შიშობენ ისლამური კანონების თალიბანისეული სასტიკი ინტერპრეტაციის.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა ჰანკ ტეილორმა, რეგიონული ოპერაციების უსაფრთხოების გაერთიანებული შტაბის დირექტორის მოადგილემ, განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ თვითმფრინავები ყოველ 39 წუთში ერთხელ მიფრინავენ ქაბულის აეროპორტიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ რჩება ადგილზე, გაფრენის მოლოდინში.

ერთი დღით ადრე, ბაიდენმა განაცხადა, რომ ევაკუაცია სწრაფი ტემპით მიდის და დასრულდება დადგენილი ვადისთვის, მაგრამ მისი დროული დასრულება "დამოკიდებულია იმაზე, რომ თალიბანმა გააგრძელოს თანამშრომლობა და აეროპორტში მისვლის საშუალება მისცეს იმათ, ვინც ... ჩვენ გამოგვყავს იქიდან და შეფერხებები არ იყოს ჩვენს ოპერაციებში".

თალიბანმა განაცხადა, რომ უცხოელების ყოველგვარი ევაკუაცია უნდა დასრულდეს 31 აგვისტოსთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S