Accentnews.ge
ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო ტაჯიკეთში გაიქცა

ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო ტაჯიკეთში გაიქცა

06/07/2021 08:30:45 მსოფლიო

ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ნება დართეს 1000-ზე მეტ ავღანელ სამხედროს, მათზე თალიბანის თავდასხმის შემდეგ, გადაელახათ საზღვარი და თავი ტაჯიკეთისთვის შეეფარებინათ,– იუწყება “დოიჩე ველე“ ავღანურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით.

ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალების განცხადებით, ჯამში, 1037-მა ავღანელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა საზღვარი 7 სხვადასხვა ადგილას.

მათი განცხადებით, ჰუმანიზმისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით, ტაჯიკურმა მხარემ ნება დართო ავღანელ ჯარისკაცებს და სიკვდილისგან იხსნა.

ავღანელი სამხედროების ტაჯიკეთში გაქცევის შემთხვევა პირველი არ არის. მაისში მეზობელ ქვეყანას თავი რამდენიმე ასეულმა ავღანელმა სამხედრომ შეაფარა.

ტაჯიკეთს, ვითარების შესაძლო დაძაბვის შემთხვევაში, სრული დახმარება აღუთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთი და ტაჯიკეთი კოლეტქიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან.

მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ნაწილები ქვეყანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე დატოვებდნენ, ავღანეთში განახლდა ტერაქტებისა და სამთავრობო ძალებზე თავდასხმების შემთხვევები.

იხილეთ ასევე: „ძალიან გვეშინია“ – ავღანელები ქვეყნიდან გარბიან

ბაგრამის ბაზა – "თალიბანისა" და "ალ–ქაედას" წინააღმდეგ აშშ–ისა და NATO-ს 20–წლიანი ომის ეპიცენტრი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S