Accentnews.ge
„ძალიან გვეშინია“ – ავღანელები ქვეყნიდან გარბიან

„ძალიან გვეშინია“ – ავღანელები ქვეყნიდან გარბიან

02/07/2021 16:07:02 მსოფლიო

ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთიდან გასვლის პარალელურად, ასეულობით ათობით ავღანელი, თალიბანის მმართველობის დამყარების შიშით, ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ქაბულში მდებარე საელჩოებთან გრძელი რიგებია.

„ძალიან გვეშინია „თალიბანის“ დაბრუნებისა. გვინდა, დავტოვოთ ქვეყანა, სანამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ავღანეთის უმეტესი რეგიონი „თალიბანის“ ხელშია. აბსოლუტურად ყველა რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ისინი უკვე პროვინციების ცენტრებს აკონტროლებენ. აქ მოვედი, რომ ავიღო პასპორტი და გავიქცე ავღანეთიდან. აქ ყოფნა უსაფრთხო არაა“, – ამბობს ქაბულის მკვიდრი.

ადგილობრივები შიშობენ, რომ მთავრობა სიტუაციას ვერ აკონტროლებს და შეიძლება, სამოქალაქო ომიც დაიწყოს. ბევრი ავღანელი, რომელთაც ვიზის აღების საშუალება თუ იმედი არ აქვთ, სხვა ქვეყნებში გადასვლას არალეგალური გზებით შეეცდება.

აშშ-ისა და ნატო-ს ძალებმა ავღანეთში უმსხვილესი ბაზა – ბაგრამი დატოვეს, სადაც 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, ბაზაზე კონტროლს ავღანეთის შეიარაღებული ძალების განახორციელებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით, მაისში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო. გეგმის მიხედვით, მათ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.

ავღანეთში მისია დაასრულეს ქართველმა სამხედროებმაც.

ცნობისთვის: ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პარალელურად, ქვეყანაში ძალადობა სულ უფრო მასშტაბური ხდება. გაერო-ს ინფორმაციით, პირველი მაისის შემდეგ, რაც კოალიციურმა ძალებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს, „თალიბანმა“ ავღანეთის 370 რაიონიდან 50-ზე მეტ რაიონზე დაამყარა კონტროლი.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებს ვითარების სრული კონტროლი შეუძლიათ. თუმცა ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან აშშ–სა და ნატო–ს გამოსვლის შემდეგ ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანა "თალიბანის" კონტროლის ქვეშ მოექცევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S