Accentnews.ge
დაბრუნდება თუ არა შეზღუდვები კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე

დაბრუნდება თუ არა შეზღუდვები კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე

29/06/2021 08:57:17 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საყურადღებოს უწოდებს გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ნამატს, თავის მხრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში „ინდური შტამის“ შემთხვევებმა იმატა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, იგეგმება თუ არა კოვიდ–რეგულაციების კვლავ დაწესება დაანონსებული შემსუბუქების ფონზე.

თემის კომენტირებისას გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე პრემიერთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ დღეს არსებული შეზღუდვები აუცილებლად უნდა დაიცვას:

"დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არ არის ჭეშმარიტი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიური სურათის, ეს დაგროვებული შემთხვევებია. უნდა დავაკვირდეთ ამ მაჩვენებელს კვირის ბოლომდე. დღეს რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, ის ზომები, რომელიც ახლა მოქმედებს, აუცილებლად უნდა დავიცვათ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, 1 ივლისიდან უქმდება კომენდანტის საათი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S