Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

29/06/2021 06:47:31 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 678 პირი, გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა,
  • აჭარა – 41,
  • იმერეთი – 122,
  • ქვემო ქართლი – 102,
  • შიდა ქართლი – 29,
  • გურია – 1,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44,
  • კახეთი – 71,
  • მცხეთა-მთიანეთი – 20,
  • სამცხე-ჯავახეთი – 8,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601 საიდანაც:

  • 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 467, აჭარაში – 154, იმერეთში – 318.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 594 პირი, მათ შორის, თბილისში – 298, აჭარაში – 41, იმერეთში -124.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში – 9, იმერეთში – 12.
  • 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 232- აჭარაში.
  • 5 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 4.

"ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტების დაბალი რაოდენობით. თუმცა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ყოფილა რამდენიმე კვირის მანძილზე, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს. ტესტირების პროგრამები გრძელდება და ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 30 ათასის ფარგლებში მერყეობს",– განაცხადა თემის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S