Accentnews.ge
რუსეთში „ინდური შტამით“ გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს

რუსეთში „ინდური შტამით“ გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს

28/06/2021 13:30:33 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად რუსეთის დედაქალაქში დაიღუპა 124 ადამიანი. ამდენად, მოსკოვში კოვიდინფექციის გარდაცვლილთა რაოდენობა ივნისში უკვე მეექვსედ აღწევს რეკორდულ ნიშნულს.

ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქში ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების 6000-7000 შემთხვევას აღრიცხავენ.

როგორც რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მერმა განცხადება, ინფიცირებულთა 90%–ს კორონავირუსის ახალი შტამი, ე.წ. დელტა ვარიანტი აქვს.

მოსკოვის გარდა კოვიდინფექციის გავრცელების მხრივ სიტუაცია რთულია მოსკოვის ოლქში და სანქტ-პეტერბურგშიც. ბოლო 24 საათში რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში 110 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებელია.

იხილეთ ასევე: ამ დროისთვის „ინდური შტამი“ 92 ქვეყანაში ცირკულირებს

ისრაელი შეზღუდვებს აბრუნებს – „ინდური შტამის“ გავრცელების შეჩერება ჯერ ვერ ხერხდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S