Accentnews.ge
ამ დროისთვის „ინდური შტამი“ 92 ქვეყანაში ცირკულირებს

ამ დროისთვის „ინდური შტამი“ 92 ქვეყანაში ცირკულირებს

28/06/2021 10:07:48 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ შაბათ-კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მცირე რიცხვი გამოავლინა, თუმცა გააფრთხილა, რომ ვარიანტი "დელტა", რომელიც ამ დროისთვის 92 ქვეყანაშია გამოვლენილი, შესაძლოა, ახალი მომაკვდინებელი ტალღის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, მდიდარ ქვეყნებში ეპიდემია სუსტდება. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ინფიცირებულთა და საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობა იკლებს, რის გამოც ქვეყნები კარანტინს ამსუბუქებენ.

"დელტა" მძვინვარებს ინდონეზიაში, სადაც ბოლო დღე-ღამეში 21 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. რეკორდს უახლოვდება რუსეთი –მოსკოვში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ამ დღეებში პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალია.

საქართველოს NCSC-ს ცნობით, ქეყანაში კორონავირუსული ინფექციის აღნიშნული შტამის გავრცელება დაახლოებით. 20%–ია. ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ივლისიდან დაიწყება.

ამ დროისთვის მთავარ რეკომენდაციად რჩება პირბადის ტარება, ჰიგიენის და დისტანციის დაცვა და ვაქცინაცია.

იხილეთ ასევე: "მსოფლიო მარცხდება!" - ჯანმოს ხელმძღვანელი მდიდარ ქვეყნებს მიმართავს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S