"მსოფლიო მარცხდება!" - ჯანმოს ხელმძღვანელი მდიდარ ქვეყნებს მიმართავს
26/06/2021 13:06:00 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინების არასამართლიან გადანაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, მაშინ, როცა ღარიბ ქვეყნებს ვაქცინების დოზები საერთოდ არ აქვთ.
მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი ვრცელდება და განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა სამხრეთ აფრიკაშია.
"მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება.
ახლა მიწოდების პრობლემა არსებობს, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არქონას შორის არის ის, რაც მთლიანად ამხელს ჩვენი სამყაროს უსამართლობასა და უთანასწორობას, მოდით გავითვალისწინოთ ეს," - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში, რომელმაც მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ შეზღუდვები მოხსნა, ინდური შტამის გავრცელების შემდეგ სეზღუდვების კვლავ დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილია, რომ ვირუსი აქამდე დომინანტ შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება, ამიტომ სპეციალისტები კლინიკების კვლავ გადატვირთვის მოლოდინში არიან.
საქართველოს NCDC–ს ცნობით, საქართველოში აღნიშნული შტამის გავრცელება დაახლოებით, 20%–ია.


