Accentnews.ge
ისრაელი შეზღუდვებს აბრუნებს – „ინდური შტამის“ გავრცელების შეჩერება ჯერ ვერ ხერხდება

ისრაელი შეზღუდვებს აბრუნებს – „ინდური შტამის“ გავრცელების შეჩერება ჯერ ვერ ხერხდება

25/06/2021 06:15:09 მსოფლიო

ისრაელში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.

ისრაელში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 169 ადამიანს გამოუვლინდა, რაც თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთავრობამ ხელისუფლებას მოუწოდა, საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. გაფრთხილება განსაკუთრებით იმ ოჯახებს ეხებათ, რომელთაც აუცრელი ბავშვები ჰყავთ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება, თუ ხელისუფლება საზღვრებს სრულად არ ჩაკეტავს, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი. თუმცა მთავრობა ისრაელის დატოვებისა და ქვეყანაში ჩამომსვლელთათვის დამატებითი ზომების შემოღებას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში მოქალაქეთა უმეტესობა უკვე აცრილია. დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ისრაელმა 15 ივნისს გააუქმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ინდური შტამი“ საქართველოშიც დაფიქსირდა. NCDC–ს ვარაუდით, მისი გავრცელება ქვეყანაში დაახლოებით, 20%–ია. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S