ინდოეთში, ერთ-ერთ კოვიდ–საავადმყოფოში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
01/05/2021 07:40:02 მსოფლიო
ინდოეთში, გუჯარატის შტატის ერთ-ერთ კოვიდ–საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ექიმია,– იუწყება "როიტერი".
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ინდოეთის საავადმყოფოები კოვიდ–ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების დეფიციტია. ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში ვირუსი 400 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
იხილეთ ასევე: ინდოეთი დახმარების მოლოდინში – კრემატორიუმები კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის


