Accentnews.ge
„ცეცხლს ეთამაშებით!“ – გეოლოგი მერიის გეგმას აფასებს

„ცეცხლს ეთამაშებით!“ – გეოლოგი მერიის გეგმას აფასებს

26/03/2021 06:51:02 საზოგადოება

ვაშლიჯვრის მეწყრული ზონიდან მიწის მასების გამოტანა და მისი გამაგრებითი სამუშაოები ცეცხლთან თამაშია, რაც შესაძლოა, შეუქცევადი პროცესების გამომწვევი გახდეს,– ასე აფასებს გეოლოგი თეა გოდოლაძე თბილისის მერიის გეგმავს.

მისი შეფასებით, გეოდეზიური კვლევა ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს არ იძლევა.

„არ არის არც გერმანელების რეკომენდაცია, ვერ იქნება ქართველების რეკომენდაცია [მიწის მასის გატანა –რედ.]. ამ დაძრული მასის გამაგრებითი სამუშაოები ცოტა სასაცილო რამაა. არ მეგულება ნორმალური ინჟინერი საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ, რომელიც მსგავს დაძრულ მასას ხელს მოჰკიდებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ სისტემისთვის ხელის ხლება! ეს არის ცეცხლთან თამაში და გაუფრთხილდნენამ ქალაქს, თორემ შეუქცევად პროცესებს გამოიწვევენ!“,– განაცხადა გოდოლაძემ.

მასთან შეხვედრა პრობლემური ზონის სიახლოვეც მცხოვრებლებმა გამართეს და დაინტერესდნენ არსებული ვიტარების სეფასებით. გეოლოგმა ადგილობრივებს საფრთხიდან თავის აცილების მიზნით ტერიტორიის დატოვება ურჩია.

მოგვიანებით გეოლოგმა მოსალოდნელი საფრთხისა და მის მიმართ კრიტიკის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

,,ემოციურად რატომ განიცდიო! ემოციურად რომ ლაპარაკობ ვერ იგებენო“, – ჩემი კეთილისმსურველები და უახლოესი მეგობრები მეუბნებიან.

ვერეს მეწყრის ამბები მაქვს ჩემი თვალით ნანახი. შემზარავი კადრები თვალიდან არ ამომდის. 7 წელიწადი ერთი და იგივეს უემოციოდ ვაფრთხილებდი და არ დამიჯერეს, მაიგნორებდნენ. ახლა როცა შედეგი დადგა და ვიცით რა საფრთხის წინაშე ვართ, ყველა სპეციალისტი ვთანხმდებით, ვეუბნებით და მაინც რომ ვერ იგებენ! ბრეჟნევის დაყენებული სახით და ხმით ვერ ვილაპარაკებ! ისრები ჩემს ემოციაზე კი არა, საკუთარ სიბეცესა და უგუნურებაზე გადაიტანეთ, გეთაყვა! მე გაფრთხილებდით, „ნუ აკეთებეთ ამას–თქო!".

იხილეთ ასევე:

მოწვეული გეოლოგი: "შესაძლოა, მასშტაბური მეწყრის საწყისი ეტაპია"

„მეწყერი დინამიკაშია, უნდა განვიხილოთ ყველაზე უარესი სცენარი!“ – ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნა გაყოფილ ფერდზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S