Accentnews.ge
მოწვეული გეოლოგი: "შესაძლოა, მასშტაბური მეწყრის საწყისი ეტაპია"

მოწვეული გეოლოგი: "შესაძლოა, მასშტაბური მეწყრის საწყისი ეტაპია"

23/03/2021 11:00:52 საზოგადოება

თბილისის მერიის მიერ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერთან დაკავშირებით მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტმა პეტერ ნიუმანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მასშტაბური მეწყრის საწყის ეტაპთან გვქონდეს საქმე.

"უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უკვე მიღებულია, არის აბსოლუტურად სწორი, კერძოდ, გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება არის მართებული. ეს არის საწყისი ეტაპი შესაძლო მასშტაბური მეწყერისა.

უნდა მივიღოთ პირველადი ზომები, როგორიცაა: გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და მონიტორინგი. უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდეგ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები", - განაცხადა ნიუმანმა.

გერმანელი გეოლოგ-ინჟინერი განმარტავს, რომ მეწყრის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესი კომპლექსურია და მისი გადაჭრაც მრავალგვარ მიდგომას საჭიროებს.

"საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომლის ერთი, კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ მივიღოთ შესაბამისი ზომები".

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, შემდეგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს ადგილზე

იხილეთ ასევე: „მეწყერი დინამიკაშია, უნდა განვიხილოთ ყველაზე უარესი სცენარი!“ – ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნა გაყოფილ ფერდზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S